×

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

Главная / Новости / ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირებიძემ და სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თეონა ბერიძემ ქობულეთის მუზეუმი დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას გაეცნენ. მუზეუმში 6 500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, თანამედროვე ხელოვნებისა და ბუნების წიაღში ნამარხი რელიქტური ტყის ნიმუშებს წარმოადგენენ. ამ ეტაპისთვის ქობულეთის მუზეუმში ახალი საექსპოზიციო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეთნოგრაფიული განყოფილება განთავსდება.
დღესვე სამინისტროს წარმომადგენლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და ერთად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.