Главная / Новости / ახალი სახელობითი ფონდი ქობულეთის მუზეუმში
ახალი სახელობითი ფონდი ქობულეთის მუზეუმში
2015 წლის 29–30 აგვისტოს გაიმართა საქართველოში მცხოვრები ტაკიძეების საგვარეულო შეკრება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული კინტრიშის ხეობის სოფელ ტყამაკარავში, შუა საუკუნეების თაღოვან ხიდთან.
შეკრებაზე გამოიკვეთა ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ტაკიძეთა გვარის მონაწილეობის, წვლილის შეტანის მნიშვნელობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მცხოვრები ტაკიძეების სიმბოლური საჩუქარი საფუძველი გახდა ქობულეთის მუზეუმში ტაკიძეთა საგვარეულოს სახელობითი ფონდის დაფუძნებისა.
სიმბოლური საჩუქარი მე–20 საუკუნის შუა წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში კავკასიელთა ერთობის სიმბოლოდ დამზადებული ორი ყანწი გახდა.
ყანწი, რომელიც კავკასიელთა ერთობის სიმბოლო გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა ქობულეთელ ტაკიძეებს ჩრდილოეთ კავკასიელი ოსი ხალხისგან მეგობრობის და ძმობის ნიშნად.
2015 წლის 29 აგვისტოს, 15.00 საათზე, დაახლოებით ოთხ ასეულზე მეტი ტაკიძის თანდასწრებით გადაეცა ქობულეთის მუზეუმს მისი ხელმძღვანელის რეზო ტაკიძის რწმუნებით.
ყანწ(ებ)ი ატარებს სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ნივთის სტატუს და როგორც ნივთიერი კულტურის ძეგლი დაული იქნება ქობულეთის მუზეუმის ტაკიძეთა საგვარეულოს სახელობით ფონდში.