×

აგვისტოს 5 დღე

Главная / Новости / აგვისტოს 5 დღე

აგვისტოს 5 დღე

95

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის წარმომადგნლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილით შეამკეს, ხოლო სამი მღვდელმთავრის წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელმა (სულამანიძე) გარდაცვლილების სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. 8 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში კულტურის სამსახურის ორგანიზებით ახალგაზრდულმა კლუბმა „სიჭაბუკემ“ ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „ჩვენ გვახსოვს აგვისტო“ წარმოადგინა, აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო და სასპორტო სკოლაში შეჯიბრი კარატეში გაიმართა, ხოლო რესურსცენტრის ორგანიზებით დოკუმენტური ფილმ „გმირების“ ჩვენება მოეწყო.

 

{morfeo 15}