×

მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის

Главная / Новости / მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის

მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის

56ქობულეთის მუზეუმი 2015 წელი, 18 – 25 მაისი „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის“ მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: 18 მაისი, 12.00 საათი – მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების, ხანდაზმულთა რესურსცენტრის ბენეფიციარებისა და საზოგადოების თავისუფალი მსმენელებისათვის; 18 მაისი, 14.00 საათი – საგანმანათლებლო პროგრამა „საჯარო ლექცია – მუზეუმის როლი სახვითი ხელოვნების განვითარებაში“; 18 მაისი, 15.00 საათი – მასტერ კლასი სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის – მხატვარ ფრიდონ იჯარეთელის შემოქმედების დემონსტრირება; 18 მაისი, 16.00 საათი – პერსონალური გამოფენა „გზა ცისარტყელის“ გახსნა. 19 მაისი, 14.00 საათი – საგანმანათლებლო პროგრამა: „ასომთავრულიდან დედაბრულამდე“; 19 მაისი, 15.00 საათი – მასტერ კლასი კალიგრაფიაში – მხატვარ ზაზა ცენტერაძის შემოქმედების დემონსტრირება; 19 მაისი, 16.00 საათ – ფოტო გამოფენა „დედაბრული ქობულეთში“ . 20 მაისი, 14.00 და 16.00 საათი – მასტერ კლასი სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის – მხატვარ მალხაზ მელაძის შემოქმედების დემონსტრირება; 21 მაისი, 12.00, 14.00, 16.00 და 18.00 საათი – მასტერ კლასი გამოყენებითი ხელოვნების მოყვარულთათვის – მხატვარ ვაჟა ვერულიძის შემოქმედების დემონსტრირება; 22 მაისი, 10.00 სთ–დან 18.00 სთ–მდე – გამოფენა: „მაქმანები აჭარაში“; 23 მაისი, 12.00 საათი – გამოფენა ორნამენტი და მისი გამოყენაბა ქობულეთში „ხითხუროს ნიმუშები“; 24 მაისი, 10.00 სთ–დან 18.00 სთ–მდე – ფოტო გამოფენა „XIX – XX სს მიჯნის ქობულეთი“; 25 მაისი, 16.00 საათი – მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი საღამო