მთავარი / სიახლეები / დაჯილდოება

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ლიტვა–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა რიტა ჟვიკიენემ ქობულეთის მუზეუმს გადმოსცა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის მისი აღმატებულება ქალბატონ ლორეტა გრაუჟინენეს 2015 წლის 14 მაისის დადგენილება ქობულეთის მუზეუმის დირექტორის რეზო ტაკიძის მადლობის სიგელით დაჯილდოების შესახებ, რომელიც,ქობულეთის მუზეუმის განუსაზღვრელ წვლილზე მიუთითებს ორი ერის დაახლოებისა და თანამშრომლობის საქმეში ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტებით