Home / News / ვხატოთ ჩვენი უფლებებისთვის

1 ივნისს ქობულეთის მუზეუმში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კომპლექსურ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქობულეთის #1 საჯარო სკოლის მე–7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ქალბატონ ნინო ბეჟანიძის ხელმძღვანელობით;
კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამა "ვხატოთ ჩვენი უფლებებისთვის" მოსწავლეებს წარმოუდგინა ქობულეთის მუზეუმის მუშაკებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულ სტუმართან ცნობილ მხატვართან და ხელოვნებათმცოდნესთან ბ...ატონ ფრიდონ იჯარეთელთან ერთად.
პროგრამა მოიცავდა:
– საჯარო ლექცია – მუზეუმების როლი სახვითი ხელოვნების განვითარებაში;
– გამოფენების დათვალიერება;
– მასტერკლასები სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის ბატონ ფრიდონ იჯარეთელის შემოქმედების დემონსტრირებით;
– თავისუფალი საათი "ვხატოთ ჩვენი უფლებებისთვის"
{morfeo 10}