Главная / Новости / "მუზეუმების განვითარება საუკუნეების მანძილზე"
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტიტეტში პროფესორმა დომინიკ თერგორ-ქასაბმა (Dominique Tergor-Kassab) საჯარო ლექსია წაიკითხა. განიხილა მუზეოლოგიის კონცეფციის ცვლილება პირველი საზოგადოებრივი მუზეუმიდან 20-ე საუკუნემდე. ლექცია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება. დომინიკ თეზგორ-ქასაბმა ბილკენტის უნივერსიტეტის სახვითი დეპარტამენტის პროფესორია. იგი არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელია, არის რამდენიმე წიგნისა და მონოლოგის ავტორი. პროფესორ ქასაბის მოხსენება ეხმიანება ჩვენს ქვეყანაში დაწყებული სამუზეუმო საქმის აღორძინების პროცესებს და მნიშვნელოვნად ამყარებს აუცილებელ სიახლეთა დანერგვისა და პროცესების დაჩქარების მომხრეთა არგუმენტებს.