მთავარი / სიახლეები / სტუმრები ქალაქ უნიადან

სტუმრები ქალაქ უნიადან
მუზეუმს სტუმრად ეწვის ქალაქ უნის წარმომადგენლობითი დელეგაცია.
დელეგეციაში შედიოდნე ქალაქ უნიას მუზეუმის დირექტორი ბატონი ალი რიზა ნალი Ali Riza Nal , უნიას სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური მდივანი ბატონი აიდინ ეკმეკსი Aydin Ekmekci, უნიას სასაქონლო ბირჟის გენერალური მდივანის მოადგილე ბატონი შუქრუ იენინი Sukru Yenin და თურქული რადიო ONEYFLASH.FM მენეჯერი ბატონი ჰაკან ქორქმაზი Hakan Korkmaz....
სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმში მიმდინარე გამოფენები, საბჭოთა რეალიზმის სივრცე და ფოტო-გამოფენები.
- მხრეებმა ისაუბრეს ერთობლივი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვის აუცილებლობაზე, რომელიც საქართველო-ლიტვის მეგობრობის ექსპოზიციამ შთააგონა სტუმრებს.
- დაისახა მოსამზადებელი სამუშაო წინადადებები, რომელიც ქობულეთისა და უნიას მუზეუმების დამეგობრებას შეუწყობს ხელს.
- რადიო ONEYFLASH.FM - პერიოდულად მომზადდება გადაცემა "ეს ქობულეთის ქვეყანაა".
სტუმრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგი თანამშრომლებისათვის.
შენიშვნა: მეგობრებო, დამერწმუნეთ, თურქული სასაუბრო ლექსიკონიდან შესაძლოა ერთ ასეულ სიტყვას ვფლობ, თუმცა დიალოგი რომელიც მეგობრობას, ხელოვნებას, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ეძღვნება ბუნებრივად ვითარდება ყოველივე. უნიელი სტუმრების სამადლობელი სიტყვები მოწმობენ ყოველივეს: DIDI MADLOBA!!!
{morfeo 5}