Главная / Новости / საინტერესო ნიმუშები ჩვენი ქალაქის წარსულიდან
ქობულეთის მუზეუმი
2015 წელი
საინტერესო ნიმუშები ჩვენი ქალაქის წარსულიდან
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაობის კვალდაკვალ ჩვენი თანაქალაქელები საინტერესო აღმოჩენების უნებლიე შემსწრენი აღმოჩნდნენ. მიმდინარე წლის მარტ–აპრილში ორი სხვადასხვა გამტარობის თიხის მილის აღმოჩენა ადასტურებს, რომ თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე გვიანი შუასაუკუნეებიდან ქობულეთში საქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად იყო გამართული. პირველი ნიმუში მრავალწახნაგოვანი ანუ რვაკუთხა მილი რუსთაველის ქუჩაზე დაახლოებით 1–1.5 მეტრ სიღრმეში იპოვეს, ხოლო მეორე ნიმუში გაწმენდითი სამუშაოების დროს ღორღის მასაში აღმოჩნდა.
მუზეუმის სახელით მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს ბატონ გოჩა მიქელაძეს და ბატონ თენგიზ ზოიძეს.
{morfeo 4}