Home / News / დედაბრული ქობულეთში
ქობულეთის მუზეუმი 2015 წელი, 14 აპრილი გამოფენა „დედაბრული ქობულეთში“ ქობულეთის მუზეუმმა გამოფენაზე ორმოცამდე უძველესი ხელნაწერის საინტერესო ნიმუში წარმოადგინა. უნიკალურ ხელნაწერებს, 2013-2014 წწ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივმა ექსპედიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრთა ოჯახებში მიაკვლია. დედაბრული დამწერლობით ქობულეთელები გასული საუკუნის 60-იან წლებამდე სარგებლობდნენ. დედაბრული დამწერლობით ძირითადად უცხო ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე ხელმოწერას და განმარტებებს ტოვებდნენ.