მთავარი / სიახლეები / გამოსამშვიდობებელი ვიზიტი
ქობულეთის მუზეუმი
2015 წელი, 22 აპრილი
მუზეუმს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი იონას პასლაუსკასი მეუღლესთან ერთად.
ბატონმა ელჩმა ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მის უშუალო კავშირზე ქობულეთთან და მუზეუმში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე.
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდისთვის ბატონმა ელჩმა დატოვა ჩანაწერი და მუზეუმის მუშაკებთან გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.