გარდაიცვალა ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე სულიკო-სოლომონ ინაიშვილი
გარდაიცვალა ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე სულიკო-სოლომონ ინაიშვილი, - ჩვენი წინამძღოლი, მასწავლებელი, სულიერი მეკავშირე წარსულსა და მომავალს შორის!
ვუსამძინრებთ ოჯახის წევრებს, ახლობელ-ნათესავებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს, ვისთან ერთადაც ღირსეულად ატარა ცხოვრების ჭაპანი ამ წუთისოფელში.
დარწმუნებული ვართ, პირუთვნელი იქნება ისტორია ბატონი სულიკოს ღვაწლისა და ამაგის შეფასებაში, ჩვენი სამშობლოს, მშობლიური მხარისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი განუზომელი წვლისათვის.
დაგვაკლდები, მოგვენატრები, გვეხსომებით დიდო ქომაგო და გულშემატკივარო დიდხანს.