საგანმანათლებლო პროგრამის ,,მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყვნენ ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული კლუბის ,,კვალი" მოსწავლეები . ( კლუბის ხელ_ლი: ტატული ჭყონია)
ვისაუბრეთ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ თუ რა ღირებულებებს ვფლობთ და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ის.
ასევე დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცეები, მათი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია ეთნოგრაფიულმა გამოფენამ, სადაც წარმოდგენილია ქობულეთური ოდა_სახლი შესაბამისი ექსპოზიციებით. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით მათ მოისმინეს ადგილობრივი ადათ -წესების, ჩვეულებების, სამზარეულო კულტურასთან და ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესახებ.
დავგეგმეთ ერთობრივი საგანმანათლებლო პროგრამები, სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.