ნამდვილად, საიმედო არჩევანია - გიორგი ჭყონია! საზოგადოება მას იცნობს მისი ქველმოქმედებითა და ღირსეული კაცობით, მაგრამ ამას აქვს წარსული... საქართველოში ყოველთვის იყო აქტუალური კითხვა "ვისი გორისა ხარ?"... გიორგი დიდი კაცის იუსუფ ჯაშის შვილიშვილი - როგორც ქობულეთში მიღებულია დედის კუთხის განსაზღვრის გამოთქმა, ის ჯაშების ისტორიული სახლის შვილია და ღირსეული ქართველისა და ნაღდი ქობულეთელის ასლან ჭყონიას აღზრდილია (ჭყონი - მუხაა, ქართული იდეის ხუროთმოძღვარი ისტორიულად საქართველოში ჭყონ + დიდელი იყო. "ჭყონდიდელის ძალისხმევა გადაარჩენს საქართველოს" - ამენ!), ოჯახის საყვარელი მამაა, ის ერთგული მეოჯახეა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ გიორგი ჭყონიას როგორც კარგ ქართველს, დიდ ქველმოქმედს, ღირსეული წინაპრების შთამომავალს და ჩვენი მომავლის საიმედო საყრდენს, ყველასთვის მისაღებ სიტყვისა და საქმის კაცს!
შეგვეწიოს ყოვლად წმინდა, ყველა წმინდა, დიდაჭარა და ხინოწმინდა!
ამენ!
პ.ს. ხინოწმინდის უხუცესთა საბჭო მადლობას უხდის ყველას, ვინც წარმოაჩინა ნამდვილი ხინოწმინდელი გიორგი ჭყონია ჩვენი კუთხის იმედად.