მთავარი / სიახლეები / ფიჭვნარი – SOS
ძალიან საინტერესოა ადამიანები, რომელთაც ფიქრი და გონი მხოლოდ ერთი კუთხით აქვთ მიმართული.
ორი დღის განმავლობაში მოხალისეებთან ერთად ქობულეთის მუზეუმის მუშაკებმა დაათვალიერეს ფიჭვნარის ტურისტული ზონის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არქეოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო და მდიდარი რაიონია.
SOS! SOS! SOS!
საამშენებლო მასალების მომპოვებლები დღისით, მზისით ანადგურებენ ჩვენი წინაპრების ოქროთი და მარგალიტით მოფენილ ნაკვალევს. ნადგურდება ის, რომლის აღდგენაც ხვალ ვეღარ შეგვეძლება. ფიჭვნარისთვის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრაა საჭირო. მისი დაცვა სახელმწიფოს უპირველეს ზრუნვის საგნად უნდა იქცეს. გასამკაცრებელია იოლი გამდიდრების სურვილით შეპყრობილთა საჯარიმო სანქციები.
ფიჭვნარი ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და სიამაყეა!!!
SOS! SOS! SOS!