×

ქობულეთური ხელნაწერით დაინტერესება

მთავარი / სიახლეები / ქობულეთური ხელნაწერით დაინტერესება

ქობულეთური ხელნაწერით დაინტერესება

"დედაბრულით" დედაქალაში დაინტერესდნენ

2013 წლის 14 აგვისტოს ქობულეთის მუზეუმში გვეწვია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ბატონი გრიგოლ გაგნიძე და ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი შალვა გლოველი.
სტუმრობის მისია გახლდათ ჩვენს მუზეუმში დაცული "დედაბრული" ხელნაწერი წიგნის გაცნობა და მისი შემდგომი პოპულარიზაცია.
შეხვედრა საინტერესო და საქმიანი წინადადებების ფარგლებში მიმდინარეობდა. დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის გზა.

muz 1muz 2muz 3muz 4muz 5muz 6