×

ფადიკო გოგიტიძის შვილთაშვილები სტუმრად ქობულეთის მუზეუმში

მთავარი / სიახლეები / ფადიკო გოგიტიძის შვილთაშვილები სტუმრად ქობულეთის მუზეუმში

ფადიკო გოგიტიძის შვილთაშვილები სტუმრად ქობულეთის მუზეუმში

ქობულეთელი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის შთამომავლებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებისგან
მოისმინეს თავიანთი გმირი წინაპრის ტრაგიკულად გარდაცვალების ისტორია. ისტორია, რომელიც ტკივილსა და სიამაყეს ერთად მოიცავს..

შეგახსენებთ, რომ ფადიკო გოგიტიძე იყო პირველი ქართველი ქალი აჭარიდან, რომელიც საფრენონსო ხელოვნებას დაეუფლა.

მან თბილისის საფრენონსო სკოლოს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტრუქტორად. სწორედ აქ ხდებოდა მფრინავთა, პლანეტართა, პარაშუტისტთა და ავია - მოდელისტთა კადრების მომზადება.

24 წლის ფადიკო გოგიტიძე  1940  წლის  6  ოქტომბერს ახალი თვითმფრინავის მორიგი საცდელი ფრენისას ტრაგიკულად გარდაიცვალა.  იმ დროისთვის მისი შვილი ჯულიეტა მხოლოდ  3  თვის იყო..

გმირებს არ ივიწყებენ!
მისი სახელის უკვდავსაყოფად  2013  წელს ბათუმის აეროპორტის შესასვლელთან ფადიკოს ბიუსტი დაიდგა, ხოლო ბათუმსა და ქობულეთში ქუჩები მის სახელს ატარებენ.

მადლობას ვუხდით ფადიკოს ოჯახს თბილი ვიზიტისთვის და ისტორიის გაცოცხლებისთვის.